Friday, March 31, 2017

სამეფო რეზიდენციები საქართველოსა და ინგლისში



პროეწტის სახელწოდება
სამეფო რეზიდენციები საქართველოსა და ინგლისში
პროექტის მთავარი იდეა
21 საუკუნის ინგლისის დედოფლის ბუკინჰემის სასახლის პარალელურად მე-11 საუკუნის საქართველოს მეფეთა სასახლის გაცნობა
პროექტის აქტუალობა
განვუმარტოთ მოსწავლეებს ამ ორი ქვეყნის სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურა
პროექტის მიზნები
ინგლისსა და საქართველოში მეფეთა სასახლეების ედარება შეფასება დღევანდელ და 11-ე საუკუნის ფონზე

Saturday, March 25, 2017

DEEP SEA ANIMALS



გაკვეთილის მთავარი თემა
Deep sea animals
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური მე-6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე მ  შეძლოს წყალქვეშა სამყაროს სილამაზის აღქმა და მისი დაკავშირება თანამედროვეობასთან
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ მოცემული ტექსტის გააზრებას.ტექსტში მოცემული ცხოველების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის  დახარისხება. ახალი სიტყვების დახმარებით ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება. განმარტოს უცხო სიტყვების მნიშვნელობა ახალი წინადადების შედგენით
წინასწარი ცოდნა
განვლილი მასალის გამეორება ზღვის ცხოველების შესახებ.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა, ცარცი. სახელმძღვანელო, სურათები, ლეპტოპი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
ა ფაზა გონებრივი იერიში /13 წთ/
წინასწარ მივეცი  დავალება მოიძიონ ინფორმაცია ზღვის ცხოველების შესახებ.მოსწავლეები საუბრობენ იმ ცხოველების შესახებ,რომელიც ნასწავლი ჰქონდათ გასულ წლებში./კიბორჩხალა,მედუზა,ვეშაპი.დელფინი,ვარსკვლავა,თევზები და ზვიგენი/
ბ ფაზა ვარაუდების ღრუბელი.მოსწავლეები გამოთქვამენ
თავიანთ ვარაუდს ტექსტის მოსალოდნელი შინაარსის შესახებ.პირველი ვარაუდის გამოთქმის შემდეგ ვიწყებთ ახალი ტექსტის მოსმენას კომპიუტერის დახმარებით.მოსწავლეები ინიშნავენ ფანქრით უცხო სიტყვებს, ფრაზებს ან გამოთქმებს .მოსმენის შემდეგ იწყებენ იმავე ტექსტის წაკითხვას.უცხო სიტყვებს ვუხსნი ინგლისურად ამ სიტყვის სინონიმის გამოყენებით სხვა წინადადებაში.კითხვის დროს (თითოეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ) ლექსიკური მასალის გააქტიურებასთან ერთად მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს ,რომლითაც გაირკვევა რამდენად გაიგეს ტექსტის შინაარსი.
Сფაზა ტექსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ ბოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით აჯამებენ მასალას 3-2-1 აქტივობის საშუალებით.(მუშაობა იქნება ინდივიდუალური)
3 რამ,რაც მომეწონა
2 რამ,რასაც შევცვლიდი
1 რჩევა ავტორს
შეფასება:განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
საშინაო დავალების მიცემა
მოსწავლეთა ინტერესიდან გამომდინარე დავალებად ვაძლევ მოიძიონ ინფორმაცია ღრუბელზე,როგორც ცოცხალ არსებაზე.